დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 57
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მიმართავს:
„თუ გაქვთ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, თავის, კუნთების, სახსრებისა ტკივილი, საჭიროა იზოლაცია.
პაციენტმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას დაავადების პროგრესირებისას ან იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან 72 საათის შემდეგ;
სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება აუცილებელია ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ძილიანობა, ხოლო ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა.
კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.
გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა - აიცერი და დაიცავი“,- ნათქვამია განცხადებაში.
