სამხედრო მდგომარეობა 6 საათით - რა მოხდა სამხრეთ კორეაში

სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენტმა, იუნ სუკ იოლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქვეყანაში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გამოაცხადა, რომელიც ექ­ვსი სა­ა­თის შემ­დეგ დასრულდა. ბო­ლოს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში 1979 წელს და­წეს­და მა­შინ­დე­ლი დიქ­ტა­ტო­რის პარკ ჩუნგ-ჰის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ.

 3 დე­კემ­ბრის მი­მარ­თვა­ში, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა "კო­მუ­ნის­ტუ­რი ძა­ლე­ბის­გან" კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­და. მისი თქმით, საფრ­თხე მო­დი­ო­და, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­დან, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი "ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ელე­მენ­ტე­ბი­დან“, რომ­ლე­ბიც უნდა აღ­მო­ი­ფხვრას.

პრე­ზი­დენ­ტის ოპო­ზი­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, სამ­თავ­რო­ბო ფი­გუ­რე­ბი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის იმ­პიჩ­მენ­ტის მცდე­ლო­ბით. მისი თქმით, ახა­ლი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­დან (არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ი­მარ­თა) ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლეა იმ­პიჩ­მენ­ტით და­ე­მუქ­რა 22 სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე პრო­კუ­რორს, შს მი­ნისტრს და თავ­დაც­ვის მი­ნისტრს.

”ეს არის აშ­კა­რა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აქტი, რო­მე­ლიც არ­ღვევს თა­ვი­სუ­ფა­ლი კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წეს­რიგს და ანად­გუ­რებს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და კა­ნო­ნე­ბით დად­გე­ნილ ლე­გი­ტი­მურ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს, ცდი­ლობს სა­მო­ქა­ლა­ქო ომის პრო­ვო­ცი­რე­ბას.

ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლეა კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის ბუ­ნა­გად იქცა და ცდი­ლობს ქვეყ­ნის სა­სა­მარ­თლო-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სის­ტე­მის პა­რა­ლი­ზე­ბას და ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის სის­ტე­მის დამ­ხო­ბას სა­კა­ნონ­მდებ­ლო დიქ­ტა­ტუ­რით“, - თქვა მან ერი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბას არც მმარ­თვე­ლი პარ­ტია და არც ოპო­ზი­ცია არ ეთან­ხმე­ბოდ­ნენ. სამ­ხრეთ კო­რე­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა, რო­მელ­საც აქვს უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ლი ჯაე-მი­უნ­გმა მას არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უწო­და, პრე­ზი­დენ­ტის პარ­ტი­ის "ხალ­ხის ძა­ლა­უფ­ლე­ბის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჰან დონ-ჰუნ­მა კი უკა­ნო­ნო უწო­და და ხალ­ხს მის დაბ­ლოკ­ვას დაჰ­პირ­და.

გე­ნე­რალ პარკ აჰნ-სოს ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე, აკ­რძა­ლუ­ლი იყო ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის, ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბა, ასე­ვე მი­ტინ­გე­ბი, დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი და გა­ფიც­ვე­ბი. ასევე, მე­დია მო­ექ­ცა სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბის კონ­ტროლს ქვეშ და, შე­სა­ბა­მი­სად, აიკ­რძა­ლა "ყალ­ბი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და ცრუ პრო­პა­გან­და“. გან­კარ­გუ­ლე­ბის დამ­რღვე­ვებს ემუქ­რე­ბოდ­ნენ ორ­დე­რის გა­რე­შე ჩხრე­კით, და­კა­ვე­ბით და დას­ჯით.

მას შემ­დეგ, რაც სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ხალ­ხმა შეკ­რე­ბა ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის შე­ნო­ბას­თან და­ი­წყო. შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­თან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გან­ლაგ­დნენ. შე­ნო­ბის თავ­ზე კი სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ.

კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად, 300-დან 190-მა დე­პუ­ტატ­მა (მათ ვინც შეძ­ლო სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შეს­ვლა) მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მოხ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

სამ­ხედ­რო­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ცდი­ლობ­დნენ ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლას (მე­დია წერ­და, რომ ზო­გი­ერ­თმა ეს მო­ა­ხერ­ხა), გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ და­ი­წყეს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა.

BBC-ის სე­უ­ლის კო­რეს­პონ­დენ­ტი ჯეიკ კვო­ნის ცნო­ბით, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ სკან­დი­რებ­დნენ "არა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბას“, "მო­დით, და­ვამ­ხოთ დიქ­ტა­ტუ­რა“ და "გა­ა­ღეთ კა­რიბ­ჭე“.

ასე­ვე და­ფიქ­სირ­და შე­ტა­კე­ბე­ბი პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან.

The New York Times-ი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის წინ ხალ­ხმრავ­ლო­ბა ღა­მით გა­ი­ზარ­და და პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მის მო­წო­დე­ბე­ბი გახ­შირ­და.

პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მოხ­სნა­ზე თან­ხმო­ბის ამ­ბავს პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბი­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­ზა­ფხულ­ზე გა­ი­მარ­თა, დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის 300 ად­გი­ლი­დან 192 მო­ი­პო­ვა. პრე­ზი­დენ­ტის "სა­ხალ­ხო ძა­ლა­უფ­ლე­ბის" პარ­ტი­ის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მარ­ცხის შე­დე­გად, გა­დად­გა ამ პარ­ტი­ის ლი­დე­რი ჰან დონ-ჰუნი და ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჰან დეოკ-სო.მე­დია წერ­და, რომ გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რო­გორც შუ­ა­ლე­დუ­რი რე­ფე­რენ­დუ­მი პრე­ზი­დენტ იუნ სუკ-იო­ლი­სად­მი ნდო­ბის სა­კი­თხზე, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ დარ­ჩა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის სამი წელი.