ზელენსკიმ რუტესთან უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან სატელეფონო საუბრის დროს ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ქვეყანაში მიმდინარე ომი განიხილა.

„ჩვენ საკუთარი პოზიციების კოორდინაციას ვახდენთ, რათა სამართლიან და სტაბილურ მშვიდობას მივაღწიოთ, ვინაიდან უკრაინის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპაში ყველა პარტნიორისთვის, იმიტომ რომ ერთ ადამიანის უსაფრთხოება ყველას უსაფრთხოების საწინდარია“, - დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუტესთან საუბრის დროს მან უკრაინის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მისი თქმით, უკრაინული ჯარის დროული მომარაგება ტყვია-წამლით, შეიარაღებით და ტექნიკით და აგრეთვე უკრაინული საჰაერო სივრცის რუსული თავდასხმებისგან დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.