საქართველოს საჰაერო სივრცეში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – შსს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 62
საქართველოს საჰაერო სივრცეში თვითმფრინავი ჩამოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
