მთავარი
სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში ომთან დაკავშირებით მიმდინარე ზამთარში შეიძლება დაიწყოს - ტუსკი
- Details
- By rusa
- Hits: 313
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში ომთან დაკავშირებით მიმდინარე ზამთარში შეიძლება დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ტუსკის თქმით, პოლონეთი გეგმავს აქტიურ მონაწილეობას მოლაპარაკებებში ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„როგორც გესმით, ჩვენი დელეგაცია იქნება პასუხისმგებელი, კერძოდ იმაზე, თუ როგორი იქნება პოლიტიკური კალენდარი, როგორი სიტუაცია იქნება მოლაპარაკებების დროს, რომელიც შესაძლოა ამ ზამთარს დაიწყოს“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
