ჯო ბაიდენმა 39 ადამიანი შეიწყალა, 1 500-ს კი სასჯელი შეუმსუბუქა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 39 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც არაძალადობრივი დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულები და სასჯელი შეუმსუბუქდება 1 500 მსჯავრდებულს, რომლებიც გრძელვადიან სასჯელს იხდიან.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ხელი მოაწერა საკუთარი შვილის, ჰანტერ ბაიდენის უპირობო შეწყალებას.

პრეზიდენტის თქმით, ის უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს მომდევნო კვირებში და რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს შეწყალების შუამდგომლობის განხილვას.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს ერთ დღეში შეწყალების ამდენი აქტი არასდროს გამოუცია.