შვეიცარია უკრაინას 48 მლნ ევროს ღირებულების დახმარებას გაუწევს

შვეიცარია, ზამთარში, უკრაინას 45 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (თითქმის 48 მილიონი ევრო) დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.  

დახმარება რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება განკუთვნილი.