სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 72
სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა- ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.
44 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 267-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
