გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.

შტაინმაიერმა პარტიებს ურთიერთპატივისცემისკენ, სამართლიანი და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანიისკენ მოუწოდა.

„ასეთ რთულ დროს, როგორიც ახლაა, სტაბილურობის უზრუნველყოფა მოითხოვს ქმედუნარიან მთავრობას და პარლამენტში საიმედო უმრავლესობას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის განზრახვის შესახებ 20 დეკემბერს გამოაცხადა. 16 დეკემბერს დეპუტატებმა ოლაფ შოლცის მთავრობს უნდობლობა გამოუცხადეს. ამას კი მმართველი კოალიციის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.