ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე და ორბელის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 53
ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე და ორბელის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი ინტენსიური თოვაა.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთსა და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
