მთავარი
ბელარუსის სკოლებში სანტა კლაუსი და Jingle Bells აკრძალეს - მედია
- Details
- By Sali
- Hits: 554
ბელარუსის დედაქალაქის სკოლებმა, ქალაქის ხელმძღვანელობისგან მიიღეს განკარგულება, რომ ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების დროს არ გამოიყენონ სანტა კლაუსის იმიჯი და ამასთან ერთად დაუშვებელია ინგლისურენოვანი საახალწლო სიმღერების ჩართვაც. ამის შესახებ "ევრორადიოზე" დაყრდნობით belsat.eu წერს.
როგორც სკოლებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ბელორუსულ ტრადიციებზე ფოკუსირება.
"ქალაქის ხელმძღვანელობის ბრძანება
ძვირფასო კლასის ხელმძღვანელებო, ღონისძიებებზე აკრძალულია სანტა კლაუსი, საშობაო ინგლისური სიმღერები (როგორიცაა Jingle Bells).
ვიყენებთ: ჩვენს ცნობილ სიმღერებს და ჩვენი ზღაპრის გმირებს. აქცენტი კეთდება ბელარუსულ ტრადიციებზე. იგივე ეხება საახალწლო დეკორაციებს!!!!" - ნათქვამია გამოცემის მიერ ციტირებულ დოკუმენტში.
დეკემბერში ბრესტის ქალაქის აღმასრულებელმა კომიტეტმა საშობაო და საახალწლო დეკორაციების შესახებ ინსტრუქციები გაუგზავნა ქალაქის სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებს, რომლის მიხედვითაც სანტა კლაუსის გამოსახულების და საშობაო გვირგვინების გამოყენება აკრძალულია. მსგავსი რეკომენდაციები ვრცელდება ბრესტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
