მთავარი
150-150-ზე ფორმულით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა შედგა
- Details
- By ani
- Hits: 236
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინასთან ტყვეების გაცვლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ტყვეთა გაცვლა 150-150-ზე ფორმულით შედგა.
უწყება აღნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
გათავისუფლებული რუსი სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე არიან გადაყვანილი.
უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
