ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, მიმყვანებელს წმინდა ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი იესო - მეუფე შიო პატრიარქზე
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 215
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.
მან უწმინდესს 93 წლის შესრულება მიულოცა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
„მინდა, თქვენთან ერთად შვილობრივი სიყვარულით გულითადად მივულოცო მას დაბადების დღე. სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ ასევე მისი აღსაყდრებიდან 48 წლისთავი. შობის წინა დღეებში ამ ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა ჩვენ განსაკუთრებული სიხარულითა და მადლიერებით გვავსებს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისადმი.
მისი მამათმთავრული მსახურება, შეიძლება ითქვას, ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ, ძვირფასო მეუფეო, მამებო, ძმებო და დებო, მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, მიმყვანებელს წმინდა ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი იესო, სოფლის შემოქმედი და მაცხოვარი. ღმერთმა ინებოს მისი ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ღვთის სადიდებლად და ჩვენი ერის გასაძლიერებლად“, - განაცხადა მეუფე შიომ.
