გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიაში ჩავიდნენ

გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის სახელით სირიას ესტუმრნენ. ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო დამასკოში სირიის გარდამავალი მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდებიან.

როგორც გერმანიის დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, ვიზიტის დაწყებამდე ბერბოკმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ევროკავშირსა და სირიას, ასევე გერმანიასა და სირიას შორის ახალი პოლიტიკური საწყისების შესაძლებლობა იქნება.