მთავარი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პნევმონიის გამო რამდენიმე დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
- Details
- By rusa
- Hits: 312
მძიმე ფორმის პნევმონიის გამო, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა იანვრის პირველი ორი კვირისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს.
„მას პნევმონია აქვს. შედეგად გააუქმა რამდენიმე შეხვედრა იანვრის პირველი ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის ლისაბონში დაგეგმილი გამოსვლა და გდანსკში ვიზიტი“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, შტეფან დე კერსმეკერმა.
