ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და საფრანგეთში ჩავა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი,  სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და საფრანგეთში ჩავა.

ბლინკენისთვის ეს სამხრეთ კორეაში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა მოქმედი პრეზიდენტი იმპიჩმენტით გადააყენა. ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება და ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავს.