ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილმა ტყის მასშტაბურმა ხანძარმა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 130,000 ადამიანს სავალდებულო ევაკუაციის წესით ადგილმდებარეობა უკვე დაატოვებინეს. ინფორმაციას, AP News ავრცელებს. 

BBC-ის ინფორმაციით, ლოს ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძარი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება და სულ მცირე, ხანძრის ექვსი კერა მძვინვარებს. მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის არცერთი კერა არ არის ლოკალიზებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრების შედეგად შექმნილი კრიზისის გამო კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა, 8 იანვარს გააკეთა.