მთავარი
ავტოდრომი კორპუსის სახურავზე
- Details
- By Sali
- Hits: 264
ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში, ავტოსკოლა დახურეს, რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავზე იყო განთავსებული. ავტოსკოლა „კანციაომ“ სავარჯიში მოედანი შვიდსართულიანი კორპუსის თავზე მოაწყო. ავტოდრომი ყველა წესის დაცვით იყო დახაზული: გასაჩერებელი ადგილები, მოსახვევები, „ზმეიკა“ და სხვა საჭირო ნახაზი, მანქანის მართვის უნარების განვითარებისთვის. სკოლის მესვეურები დარწმუნებლნი იყვნენ ავტოდრომის უსაფრთხოებაში - სახურავი შემოღობილი გვაქვსო. თუმცა, ტრანსპორტის სამმართველოს თანამშრომლები ასეთმა უსაფრთხოებამ არ დააკმაყოფილა და ავტოსკოლა დახურეს. სოციალურ ქსელში ამბის გახმაურების შემდეგ, მომხმარებლები წერდნენ - ამ ავტოსკოლაში მანქანის ტარებას თუ ვერა, ფრენას მაინც ისწავლითო.
