ავარია ჭავჭავაძის გამზირზე - ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეხაჯა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითო მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს.