მთავარი
ჯო ბაიდენი აშშ-ის მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით 15 იანვარს მიმართავს
- Details
- By ani
- Hits: 207
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას 15 იანვარს მიმართავს. ეს იქნება ბაიდენის გამოსამშვიდობებელი სიტყვა.
ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი მოსახლეობას ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მიმართავს.
მანამდე ჯო ბაიდენმა გააუქმა ევროკავშირში თავისი ბოლო ვიზიტი, რომელიც იტალიაში 9-12 იანვარს იყო დაგეგმილი. მიზეზი კალიფორნიაში მძვინვარე ფართომასშტაბიანი ხანძრებია.
