ხანძარი ლოს ანჯელესში - დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

ლოს ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო თერთმეტი – ქალაქ პასადენას სამხრეთით,თუმცა ვარაუდობენ რო რიცხვი შესაძლოა მეტი იყოს.

შეგახსენებთ, კალიფორნიაში ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია თხუთმეტი ათასზე მეტი სახლი. 100 000-ზე მეტი ადამიანი კი კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ რჩება.