მთავარი
სად ულხინთ პენსიონერებს?
- Details
- By rusa
- Hits: 47
შესაბამისი ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა კომპანიამ Natixis Investment Managers. მის საფუძველზე, Global Retirement Index-მა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, სადაც პენსიონერებისთვის საუკეთესო ცხოვრებაა. სიაში ყველაზე მეტი ევროპული ქვეყნებია. კვლევები კი მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა და თავად ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ჩატარდა. აუცილებელი იყო ცხოვრების ისეთი პარამეტრების გაანალიზება, როგორიც არის სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა, პენსიის რაოდენობა, ფასები პროდუქტებზე და სხვა. 2024 წლის რეიტინგში, სულ 44 ქვეყანა შევიდა. მათგან პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, ირლანდია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ავსტრალია, გერმანია, დანია და ახალი ზელანდია.