აშშ-ის საელჩომ დაიწყო ამერიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საელჩომ დაიწყო ამერიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.

„აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას. აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიონ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებ-გვერდს.