მთავარი
დარჩება თუ არა ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად ვადის ამოწურვის შემდეგ?
- Details
- By ani
- Hits: 81
როგორც თურქეთის “სამართლიანობის და განვითარების პარტიაში” ამბობენ, პარტიის დღის წესრიგში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქვეყნის მმართველად შენარჩუნება დგას. ერდოღანი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი მმართველია, რომელსაც ქვეყნის სადავეებთან 2003 წლიდან ვხვდებით, ჯერ როგორც პრემიერ-მინისტრს, შემდეგ კი, როგორც პრეზიდენტს. ბოლოს, ერდოღანი პრეზიდენტად 2023 წელს აირჩიეს და ეს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადაა, რაც კონსტიტუციურ მაქსიმუმს წარმოადგენს. გამოდის, რომ თუ “სამართლიანობის და განვითარების პარტიას” სურს, ქვეყნის მმართველად რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარჩეს, ქვეყნის კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს.
მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2028 წელს ჩატარდება და თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მონაწილეობა სურს, პარტიამ კონსტიტუცია მანამდე უნდა შეცვალოს. თურქეთის კანონმდებლობით, კონსტიტუციის შესაცვლელად პარტიას 600-ადგილიან პარლამენტში სულ მცირე 360 პარლამენტარი სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებაში “სამართლიანობის და განვითარების პარტიის” მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, რადგან ახლა, ერდოღანის პარტიას და მის მოკავშირეებს პარლამენტში 321 წევრი ჰყავთ.
![](/images/msoflio/erdogani11111.jpg#joomlaImage://local-images/msoflio/erdogani11111.jpg?width=600&height=400)