მთავარი
თურქეთში ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა
- Details
- By Sali
- Hits: 119
თურქეთში, სტამბოლში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ნიშნებით, ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას 83-მა ადამიანმა მიმართა.
ამ დროისთვის, გარდაცვლილების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, 4 ადამიანი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 31 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას, რეგულარულ პალატებში კი 18 ადამიანი რჩება.