ქვიშხეთი-ხაშურის მონაკვეთზე რკინიგზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქვიშხეთი-ხაშურის მონაკვეთზე რკინიგზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზის ცნობით, ობიექტზე 200-მდე თანამშრომელი და მძიმე ტექნიკა მუშაობს.

„მიმდინარე სამუშაო პროცესი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ დაათვალიერა.

3-კილომეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგის კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალის აღნიშნულ ტერიტორიაზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარე 100კმ/სთ-მდე გაიზრდება.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მგზავრობის დროს შეამცირებს.

ზაფხულის სეზონისთვის, როგორც დაანონსებული იყო, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდება.

აბაშიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება საქართველოს რკინიგზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მატარებლების სიჩქარეების მატებას, მეორე მხრივ კი, მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.