რუსეთმა და ირანმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანსა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ვლადიმერ პუტინმა გაფორმებულ შეთანხმებას გარღვევა ორი ქვეყნისა და მთელი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის გარღვევა უწოდა. მან ირანის ლიდერთან მოლაპარაკებები მეგობრულად და კონსტრუქციულად შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსკოვისა და თეირანის პოზიციები საგარეო პოლიტიკური საკითხების უმეტესობაზე თანხვედრაშია.