გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა

გარდაბანში კაცმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამ­დე ასა­კის ცოლ-ქმა­რი მა­ღა­ზი­ა­ში მა­ღა­ზი­ა­ში ავე­ჯის სა­ყიდ­ლად შე­ვი­და, ისი­ნი ვერ შე­თან­ხმდნენ, რო­მე­ლი კა­რა­და ეყი­დათ და ამის გამო კონ­ფლიქ­ტი წა­მო­ი­წყეს. ამ დროს მა­მა­კაც­მა ჯი­ბი­დან და­სა­კე­ცი დანა ამო­ი­ღო და ცოლს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.