ბაიდენმა ტრამპს თეთრ სახლში, ტრადიციულ ჩაის ცერემონიალზე უმასპინძლა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში, ტრადიციულ ჩაის ცერემონიალზე უმასპინძლა.

ჩაის ცერემონიალს პირველი ლედებიც ესწრებიან.

მანამდე, ტრამპი ოჯახთან ერთად ვაშინგტონში, წმინდა იოანეს ეკლესიაში წირვას დაესწრო. ინაუგურაციის დღეს, დილით ეკლესიაში მსახურებაზე მისვლა აშშ-ის პრეზიდენტებისთვის ტრადიციაა.

ტრამპი ფიცს თბილისის დროით საღამოს ცხრა საათზე დადებს. ტრადიციულად, ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეებზე, ღია ცის ქვეშ იმართება ხოლმე, თუმცა ამჯერად ძლიერი ყინვის გამო, პირველად 1985 წლიდან, ღონისძიება შენობაში ჩატარდება.