მთავარი
ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი
- Details
- By Sali
- Hits: 201
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აშშ-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებს.
ხელმოწერისას ტრამომა თქვა, რომ "ეს დიდი საქმეა". მისივე განცხადებით, აშშ-მა სხვა ქვეყნებთან შედარებით არასამართლიანი თანხა გადაიხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ტრამპის ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზებად დასახელებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "კოვიდ-19-ის პანდემიისა და სხვა გლობალური ჯანდაცვის კრიზისების არასწორი მართვა".
