მთავარი
თურქეთში სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა
- Details
- By Sali
- Hits: 230
76-მდე გაიზარდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიას სასტუმრო Grand Kartal-ში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 21 იანვრის საღამოს მდგომარეობით დადასტურებული იყო 66-ის სიკვდილი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 76 გარდაცვლილიდან 52 უკვე იდენტიფიცირებულია.
12-სართულიანი სასტუმროს ხის შენობაში ხანძარი 21 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა. სასტუმროში 238 ადამიანი იმყოფებოდა.
თურქეთის მედიასაშუალებების ცნობით, ცეცხლს ათ საათზე მეტხანს აქრობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
