თუ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს ტრამპი პუტინს სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

" ჩვენ განვიხილავთ უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხს, თუმცა, ევროკავშირმა კიევის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს.

ჩვენ ვესაუბრებით ზელენსკის. ჩვენ ვაპირებთ ვესაუბროთ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მალე. ჩვენ განვიხილავთ ამას“, - ციტირებს ტრამპს Reuters-ი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მოუწოდა ჩაერიოს კონფლიქტში და შეაჩეროს ომი უკრაინაში.