მთავარი
ტრამპი ევროკავშირსა და ჩინეთს ტარიფებით ემუქრება
- Details
- By rusa
- Hits: 192
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას აპირებს და აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იანი გადასახადის დაწესებას განიხილავს - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის გამო უკმაყოფილება გამოთქვა:
„ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ ტარიფებისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მიაღწიო სამართლიანობას. მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10-პროცენტიანი გადასახადის დაწესებას პირველი თებერვლიდან განიხილავს. ამის მიზეზი ჩინეთიდან მექსიკისა და კანადის გავლით აშშ-ში სინთეტიკური ნარკოტიკის, ფენტანილის კონტრაბანდაა."
მანამდე ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის იმპორტის გადახდის დაწესების გეგმაზე ისაუბრა, ვიდრე ისინი უკანონო მიგრაციასა და ფენტანილის კონტრაბანდას არ აღკვეთენ.
ტარიფების მოსალოდნელ დაწესებასთან დაკავშირებით CNBC-თან კომენტარი გააკეთა სავაჭრო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ. „მიზეზი, რის გამოც ტრამპი განიხილავს 10 თუ 25%-იანი ტარიფების დაწესებას კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის, არის ის, რომ ყოველდღიურად 300 ამერიკელი იღუპება ფენტანილის ზედოზირებით“, – განაცხადა ნავარომ
