კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მოძრაობა დროებით 15 თებერვალს ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალა.

უწყების განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება იყო.