მთავარი
„ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას ომის დაწყება არ უნდა დაეშვა“-ტრამპი
- Details
- By Sali
- Hits: 238
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას ქვეყანაში ომის დაწყება არ უნდა დაეშვა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.
„ის [ზელენსკი] არ არის ანგელოზი. მას არ უნდა დაეშვა ეს ომი“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ზელენსკი უკრაინაზე უფრო ძლიერ ძალას ებრძოდა. „მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეთანხმების მიღწევას შევძლებდით“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
