კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს მიიღებდნენ, თუკი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა:
„მე კანადის 51-ე შტატად ხილვას ვისურვებდი. კანადელები მიიღებდნენ უკეთეს სამედიცინო დაზღვევას, მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს და გაცილებით მეტ ვაჭრობას, თუკი ისინი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ.
სიტყვა ტარიფი ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სიტყვაა ლექსიკონში. ის არის დაბალანსებული ვაჭრობის გასაღები“, – აცხადებს ტრამპი და აღნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებები ცუდი მენეჯმენტის მაგალითია, რადგან აშშ კანადას 200 მილიონ დოლარს უხდის.