ცნობილია ძაღლის ვინაობა, რომელმაც ოლიმპიადაზე მოთხილამურეებთან იასპარეზა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 2
გავრცელდა ცნობები ძაღლზე, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოთხილამურეებთან ერთად გადაკვეთა ფინიშის ხაზი.
გამოცემა NPR-ის ინფორმაციით ძაღლი სახელად ნაზგული (როგორც ჩანს, სახელი „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟების პატივსაცემად დაარქვეს) 2 წლის ჩეხოსლოვაკიური მგლის ძაღლია. ის თამაშების ერთ-ერთი ორგანიზატორის ნათესავებს ეკუთვნის, რომლებიც შეჯიბრების ჩატარების ადგილთან ახლოს ცხოვრობენ.
„ამ დილით ის ჩვეულებრივზე მეტად ტიროდა, რადგან დაინახა, როგორ მივდიოდით. ვფიქრობ, უბრალოდ ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდოდა. ის ყოველთვის ხალხისკენ ისწრაფვის“, - განუცხადა გამოცემას ნაზგულის პატრონმა.
NPR აღნიშნავს, რომ ტრასაზე ძაღლის გამოჩენას შეჯიბრების მსვლელობაზე გავლენა არ ჰქონია. „გავიფიქრე: მეჩვენება-მეთქი?“ - თქვა ხორვატმა მოთხილამურემ, ტენა ჰაჯიჩმა, რომელიც ნაზგულს ფინიშთან შეხვდა.
