მთავარი
ლიბანის საზღვართან სირიელმა მესაზღვრეებმა ჰეზბოლასთვის განკუთვნილი იარაღი ამოიღეს
- Details
- By Sali
- Hits: 210
სირია-ლიბანის საზღვართან სირიელმა მესაზღვრეებმა ამოიღეს დიდი რაოდენობით იარაღი, რომელიც კონტრაბანდულად ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციისთვის გადაჰქონდათ. ინფორმაციას ადგილობრივი სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ამ თვეში სირიაში იარაღის კონტრაბანდის შეჩერების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 17 იანვარს, სირიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღკვეთა იარაღის კონტრაბანდის მცდელობა, რომელიც ლიბანში ტარტუსის რაიონში არსებული უკანონო საზღვრის გავლით მიემართებოდა.
სირიული მედიის მიერ გავრცელებულ სურათებზე ნაჩვენები იყო იარაღები, ყუმბარმტყორცნები, დრონები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომლის კონფისკაციაც ხელისუფლებამ შეძლო.
გამოცემა The Times-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სირიის ახალმა ლიდერმა, აბუ მოჰამად ალ-ჯოლანიმ, განაცხადა, რომ იგი არ მისცემს სხვა ქვეყნებს საშუალებას, სირია ისრაელზე თავდასხმებისთვის პლაცდარმად გამოიყენონ.
