ბათუმის აგრარულ ბაზარზე ობიექტი გაურკვეველი წარმოშობის ალკოჰოლს აფასოებდა და ეტიკეტის გარეშე ყიდდა - სეს

ბათუმში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობის ალკოჰოლურ სასმელებს აფასოებდა და ეტიკეტირების გარეშე ყიდდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს ობიექტი აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან ერთად გამოავლინეს. ინდმეწარმე დაჯარიმდა და გამოსწორებამდე შეუჩერდა საქმიანობის უფლება.

"სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმე ს. ხ. (მის: მაიაკოვსკის N4) საქმიანობდა საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ამასთანავე, ინდმეწარმემ ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტაცია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით, სასმლის სამი ნიმუში აიღეს", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.