ისრაელის პრემიერ-მინისტრი 4 თებერვალს ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 4 თებერვალს ვაშინგტონში ჩავა და აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

ნეთანიაჰუ არის პირველი უცხოელი ლიდერი, რომელთანაც ტრამპი თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს მოლაპარაკებებს გამართავს, - აღნიშნავს მედია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28-29 აპრილს ტრამპის დაპატიჟებას პოლონეთი სამი ზღვის ინიციატივის სამიტზე აპირებს.