“გაიღვიძეთ, სანამ თქვენი შვილების ფსიქიკა არ დანგრეულა” - ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 39
გიორგი ჩოგოვაძე საკუთარ პროფილზე პოსტს აქვეყნებს: რას წერს და რის შესახებ აფხრთილებს ფსიქოლოგი მშობლებს
“გაიღვიძეთ, სანამ თქვენი შვილების ფსიქიკა საბოლოოდ არ დანგრეულა!“
ვიცი, ბევრი შემომესევა, მეტყვით, რომ ჩამორჩენილი ვარ ან რაღაცებს ვიგონებ, მაგრამ ჩუმად ყოფნა დანაშაულია!
პირდაპირ გეტყვით: Roblox-ი და ანიმეები არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი საფრთხე ბავშვებისთვის, რომელსაც მშობლები საკუთარი ხელით ვუკანონებთ!
რატომ ვამბობ ამას ასე კატეგორიულად?
ROBLOX – ეს არ არის უბრალოდ თამაში!
ეს არის უკონტროლო სივრცე, სადაც თქვენი შვილი შეიძლება ნებისმიერ მანიპულატორს შეხვდეს. იქ ხდება ისეთი რამეები, რასაც ვერც კი წარმოიდგენთ! ბავშვები ხდებიან აგრესიულები, წყდებიან რეალობას და გადადიან ვირტუალურ სამყაროში, სადაც ფასეულობები საერთოდ არ არსებობს.
ანიმეები – ფერადი შეფუთვა საშინელი შინაარსით!
ნუ გგონიათ, რომ ეს უწყინარი მულტფილმებია. ბევრი მათგანი შეიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობას, დეპრესიულ მოტივებს და ისეთ კადრებს, რომლებიც ბავშვის ჩამოუყალიბებელ გონებას წამლავს. ჩვენი შვილები სხვანაირად იწყებენ აზროვნებას, უცხოვდებათ ჩვენგან და ეძირებიან ამ გაუგებარ კულტურაში.
მშობლებო, დაფიქრდით!
ნუთუ ასე ადვილად ვთმობთ ჩვენს შვილებს? ნუთუ ერთი საათი სიმშვიდის გამო მზად ვართ, მათ მომავალზე უარი ვთქვათ?
მე პირადად ჩემს გარშემო ყველას ვუკრძალავ ამ საწამლავს! დამიჯერეთ, სჯობს ახლა იყოთ მკაცრი მშობელი, ვიდრე რამდენიმე წელიწადში ფსიქოლოგებთან ირბინოთ და ვერ გაიგოთ, სად დაუშვით შეცდომა.
გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი! (SHARE)
იქნებ ერთი ბავშვი მაინც გადავარჩინოთ ამ ჭაობს!
თქვენ რას ფიქრობთ? როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს გულხელდაკრეფილებმა
ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე
