საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი დღეს საუდის არაბეთიდან შესრულდება

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს შესრულდება რეისი რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო), ადგილობრივი დროით 19:00 საათზე.

​„საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ დაბი) საქართველოს საელჩო: ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335, ტელეფონი: +971 2 553 36 83, ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..

კატარის სახელმწიფოში (დოჰა) საქართველოს საელჩო: ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071, ტელეფონი: +974 44 739 499, ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ომანიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი  უკვე შესრულდა. რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.