მთავარი
თურქეთში სატვირთო მანქანა ხიდიდან გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
- Details
- By Sali
- Hits: 234
თურქეთში, ქალაქ შანლიურფას ბირეჯიკის რაიონში, სატვირთო ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც სატვირთო და რამდენიმე სხვა სატრანსპორტო საშუალება ხიდიდან გადავარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.
ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.
