ხმაური "უროლოგიის ცენტრში" - გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა კლინიკაში შუშები ჩალეწეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 112
ხმაური "უროლოგიის ცენტრში" - გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა კლინიკაში შუშები ჩალეწეს. ახალგაზრდა ქალის სიკვდილში ოჯახი კლინიკის ექიმს ადანაშაულებს, რომელმაც პაციენტ შარდ-კენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური ოპერაცია ჩაუტარდა.
ალაზოვები ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მისულ გოგოს, ოპერაციის მეორე დღეს გართულებები დაეწყო, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
დილიდან კლინიკაშიი პოლიციაა მობილიზებული. ოჯახი ახლა პასუხებს ელოდება - რა მოხდა საოპერაციო ოთახში და რას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე.
"როგორ მოკლეს ბავში, მოვიდნენ და გვიპასუხონ. თავიდან გვითხრეს, არაფერი საშიში არ არის. ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს დარეკეს, ყველაფერი ნორმალურადაა და ყველაფერი მოწესრიგებულიაო, 4 საათზე დარეკეს, ძალიან ცუდად არის - შეეშინდათ, გაუშვეს იქით საავადმყოფოში. გავგიჟდი როგორი იყო, რომ ვნახე. ანალიზები გააკეთეს და ინფექცია ვერ დაინახეს? რისი ექიმია, რატომ მუშაობს? ვუთხარი, ლაზერით თუ საშიში იქნება ჩვეულებრივი ოპერაცია გავუკეთოთო. არა არაფერი არ იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. 23 წლის ბავში, უცებ, არაფრის გამო - ვიდეოებია გადაღებული, სადაც სიცილით, ხუმრობით , კაი ხასიაძთე, ტავისი ფეხით მოვიდა, ოპერაცია გაიკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა ბავშვი", - ამბობს გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრი.
23 წლის გოგოს ოჯახი სამართლებრი დავას აანონსებს და ამბობს, რომ იბრძოლებს მანამდე, სანამ ექიმი, რომელმაც პაციენტს ოპერაცია ჩაუტარა, ციხეში არ ჩაჯდება.
კლინიკა მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იხსნის - კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათთვის ჯერ დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია გართულება, რომელმაც საბოლოდ 23 წლის გოგოს სიცოცხლე შეიწირა.
"23 წლის ახალგაზრდა ქალს ჩაუტარდა შარდ-კენჭოვანი დაავადების გამო ჩაუტარდა ენდოსკოპიური ოპერაცია კენჭის მოცილების, რომელიც ჩაატარა ჩვენი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ვინც არის შარდ-კენჭოვანი მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე უჯმაჯურიძემ. ასეთი ოპერაცია ტარდება წელიწადში არანაკლებ 400 - იმ დღესაც სამი ჩატარდა თუ არ ვცდები . ოპერაციის დღეს არ ყოფილა სისხლდენა და მეორე დღეს ჰემოლიზური სინდრომი, რომელიც გამოიხატა თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობაში, რის გამოც გადაწყდა მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა. ზუსტი ეტიოლოგიური მიზეზი, თუ რატომ განვითარდა ეს უიშვიათესი გართულება, ჩვენთვის დადგენილი არ არის. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას", - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი.
