კურსებში მეწყერის შედეგად 5 სახლი დაინგრა, დაშავებული არავინაა - ტყიბულის მერია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 61
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 სახლი დაინგრა.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, დაშავებულები არ არიან და 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
"ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი:
599273250
574228102",- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
