" სავარაუდოდ, პრეზიდენტ ზელენსკის მომავალ კვირას შევხვდები" - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მომავალ კვირას, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება:

"მე, სავარაუდოდ, შევხვდებით პრეზიდენტ ზელენსკის მომავალ კვირას. დიდი ალბათობით, დაველაპარაკები პუტინს. მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს წმინდა ადამიანური კუთხით. ის, რაც ხდება, საშინელებაა... მინდა, რომ ეს უაზრო ომი მორჩეს"