მთავარი
პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი გერმანიას, ბელგიასა და პოლონეთს ეწვევა
- Details
- By iaiaia
- Hits: 182
პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი, პიტ ჰეგსეტი 10 თებერვლიდან ევროპაში ვიზიტს გეგმავს, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება.
ჰეგსეტი შეხვედრებს გერმანიაში, ბელგიასა და პოლონეთში გამართავს. გერმანიაში ჰეგსეტი აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბებს (USEUCOM, AFRICOM) მოინახულებს და შეხვდება ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან.
გერმანიიდან ჰეგსეტი ბრიუსელში გაემგზავრება. ის მონაწილეობას მიიღებს ნატოს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომაში და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) შეხვედრაში.
ჰეგსეტი ნატოს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომაზე განიხილავს მოკავშირეებისთვის ხარჯების გაზრდის საკითხს თავდაცვის მიმართულებით, სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობების მატებას ატლანტიკის ორივე მხარეს და ა.შ.
რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) შეხვედრას, ჰეგსეტი გაიმეორებს დონალდ ტრამპის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ომი უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს დიპლომატიური გზით.
პოლონეთში ჰეგსეტი შეხვედრებს პოლონელ კოლეგებთან გამართავს, რომლებთანაც თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრებს.
