ტრამპის ადმინისტრაციამ ელექტრომობილების გასამართი სადგურების ქსელის შექმნის პროგრამა შეაჩერა

ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი ფედერალური პროგრამა დაბლოკა.

შეჩერებულია ელექტრომობილების გასამართი სადგურების ქსელის შექმნა, რაზეც 5 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯულიყო.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ელექტრომობილების წარმოებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. კომპანია „ფორდში“ წელს ხუთ მილიარდიან ზარალს პროგნოზირებენ.