სამხრეთ მექსიკაში ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რასაც 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ მექსიკაში ავტობუსის კატასტროფის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ავტობუსში, რომელიც კანკუნი-ტაბასკოს რეისს ასრულებდა, 44 მგზავრი იმყოფებოდა.

ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარის დეტალების დასადგენად ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობენ.