2025 წელს შობადობა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მინიმუმამდე შემცირდა

2025 წელს საქართველოში სულ 37,867 ბავშვი დაიბადა, რაც 2024 წელთან შედარებით 1,616-ით ნაკლებია. ამასთან ეს რიცხვი ბოლო 32 წლის განმავლობაში მინიმალურია.

წლების მიხედვით საქართველოში შობადობის პიკი 2014 წელს აღინიშნა, როდესაც 60,635 ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ კი ის ყოველწლიურად მცირდება.

უფრო დეტალურად, შობადობის მაჩვენებლები 1994 წლის შემდგომ ასე ნაწილდება:

წელი   / შობადობა საქართველოში
1994    57,311
1995    56,486
1996    55,153
1997    54,136
1998    51,491
1999    48,408
2000    48,167
2001    46,620
2002    45,127
2003    45,450
2004    45,751
2005    46,063
2006    46,845
2007    48,499
2008    52,442
2009    56,568
2010    55,230
2011    51,565
2012    49,969
2013    49,657
2014    60,635
2015    59,249
2016    56,569
2017    53,293
2018    51,138
2019    48,296
2020    46,520
2021    45,946
2022    42,319
2023    40,214
2024    39,483
2025    37,867

რეგიონულ ჭრილში 2025 წლის მდგომარეობით საქართველოში შობადობა ასე ნაწილდება:

რეგიონი    შობადობა
საქართველო    37,867
თბილისი    14,334
აჭარის ა.რ.    4,551
ქვემო ქართლი    4,431
იმერეთი    4,275
კახეთი    2,610
შიდა ქართლი    2,238
სამეგრელო-ზემო სვანეთი    2,178
სამცხე-ჯავახეთი    1,509
გურია    807
მცხეთა-მთიანეთი    743
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი    191

დაბადებულთა შორის 13,873 იყო პირველი ბავშვი, 12,441 მეორე შვილი, 11,012 კი მესამე და შემდგომი შვილი. ყველა ეს პარამეტრი 2024 წელთან შედარებით შემცირებულია.